032 2238151ადმინისტრაცია

სტუმარმასპინძლობის ლიდერი სკოლა Les Roches საქართველოში პროგრამას იწყებს

მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შესული შვეიცარული სკოლა, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის მიმართულებით, Les Roches-ი საქართველოში ოპერირებას იწყებს. შესაბამის პროგრამას მასპინძლობის მენეჯმენტის ინსტიტუტი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთობლივად განახორციელებენ. აღნიშნული პარტნიორობა უზრუნველყოფს ადექვატური, მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადებას სტუმართმასპინძლობის სფეროში და ტურიზმის მზარდი ინდუსტრიის განვითარებასა და მდგრადობას. სასწავლო პროცესში ჩართული იქნებიან Les Roches-ს პრაქტიკოსი ლექტორები.

“საქართველოს მიეცემა საშუალება გახდეს Les Roches-ს პროგრამის მიმწოდებელი, როგორც ლოკალური ბაზრისთვის, ასევე მოემსახუროს რეგიონს და აღმოსავლეთ ევროპას,” განაცხადა მანანა უგულავამ, მასპინძლობის ინსტიტუტის დამფუძნებელმა. პროგრამას, რომელსაც Les Roches-ი საქართველოში განახორციელებს და რომლის საფუძველზეც გაიცემა Les Roches-ს დიპლომი Executive Postgraduate Program in International Hospitality Management ეწოდება. “ის განკუთვნილია ტურიზმის და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის,” აღნიშნა უგულავამ.

Les Roches-ს საქართველოში შემოსვლა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა.



საწყისი