032 2238151ადმინისტრაცია

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესის სკოლა საქართველოში პროგრამის განხორციელებას იწყებს

უპრეცედენტო მოვლენა საქართველოს განათლების სისტემაში - მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესის სკოლებს შორის ერთ-ერთი უპირობო ლიდერი, პირველი ბიზნესის სკოლა დიდ ბრიტანეთში Henley Business School ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და საქართველოს მენეჯმენტის სკოლასთან პარტნიორობას იწყებს. შეთანხმების დეტალები დღეს გამართულ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი, რომელიც 19 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იგეგმება.

მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ბიზნესის სკოლა, საერთაშორისო სარეიტინგო სისტემების მოწინავე პოზიციაზე მყოფ სამაგისტრო პროგრამაში, ქართველი პროფესიონალების ჩართვით დაინტერესდა. დიდ ბრიტანეთში არსებულ სამაგისტრო პროგრამებს შორის, აღნიშნული პროგრამა რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს, ხოლო მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, პროგრამა უმაღლეს ლიგაში, 33-ე პოზიციას იკავებს. 

ჰენლი პირველი ბიზნესის სკოლაა დიდ ბრიტანეთში, რომელიც 1945 წელს დაარსდა. ის არის ერთ-ერთი იმ 73 ბიზნესის სკოლას შორის მსოფლიოში, რომელსაც სამმაგი აკრედიტაცია გააჩნია. ქართველი კანდიდატებისთვის, აღნიშნული შესაძლებლობა უნიკალურია, რადგაც ჰენლის ბიზნესის სკოლა განსაკუთრებული ფასითა და პირობებით აპირებს BTU-სთან პარტნიორობას. 


საწყისი