032 2238151ადმინისტრაცია

სტრატეგიული მარკეტინგი

სტრატეგიული მარკეტინგი


 სტრატეგიული მარკეტინგის კურსის მიზანია წარმოაჩინოს და განავითაროს მარკეტინგის მენეჯმენტის კონცეფციები, პრინციპები, ინსტრუმენტები და ტექნიკა, აგრეთვე ხაზი გაუსვას მარკეტინგის სფეროში მიმდინარე საკითხებს. მოდული მიზნად ისახავს სტუდენტების აღჭურვას მარკეტინგული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ინსტრუმენტებით და საშუალებას აძლევს მათ აღიქვან მარკეტინგი, როგორც მენეჯერული საქმიანობა და დააკავშირონ იგი სხვადასხვა მენეჯერულ ფუნქციებთან. სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ მოდულს, შეძლებენ ახსნან და კომპანიის პროდუქტსა და მომსახურებას შეუსაბამონ მარკეტინგული მიქსი, ასევე განავითარონ მომხმარებლის აქცენტი ბიზნეს საქმიანობაში. სტუდენტები შეძლებენ გამოიყენონ შესაბამისი დიაგნოსტიკური და ანალიტიკური ინსტრუმენტები მარკეტინგული გეგმების განვითარებისა და შეფასებისათვის და ამასთანავე განივითარონ მარკეტინგის მენეჯერების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საქმიანობისთვის აუცილებელი ლოგიკურობა.სტუდენტები ასევე განივითარებენ მარკეტინგის სფეროში მიმდინარე და განვითარებადი საკითხების კრიტიკული ანალიზის უნარს. 

სწავლების მოსალოდნელი შედეგები:

სწავლების წარმატებით დამთავრების შემდეგ სტუდენტებს შეეძლებათ:

1. მარკეტინგის ძირითადი თეორიების, კონცეფციებისა და მოდელების ახსნა მარკეტინგული სტრატეგიების განვითრებისა და შესრულებისათვის.
2. ორგანიზაციის წინაშე არსებული მარკეტინგული სიტუაციების კრიტიკული ანალიზი;
3. მარკეტინგული კონცეფციების ცოდნის გამოყენება;
4. მარკეტინგული სეგმენტაციის, მიზნის განსაზღვრისა და თანამდებობრივი ტექნიკების გაანალიზება;
5. მომხმარებლის ქცევასთან დაკავშირებული საკითხების კრიტიკული ანალიზი;
6. კომუნიკაციის მნიშვნელობის დემონსტრირება და გაცნობიერება;
7. მარკეტინგული გეგმის შემუშავება და განვითრება.

მოდულის გეგმა: სტრატეგიული მარკეტინგი 

** სტრატეგიული მარკეტინგის მენეჯმენტის საფუძვლები;
** მარკეტინგის მენეჯმენტის ფინანსური ასპექტები;
** მარკეტინგული ქეისების ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება;
** შესაძლებლობების ანალიზი და მიზნობრივი ბაზრების არჩევა;
** პროდუქციისა და სერვისის სტრატეგია და ბრენდის მენეჯმენტი
** ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგია და მენეჯმენტი;
** პროდუქტი, პროდუქტის გეგმები, მომსახურება და ბრენდინგის სტრატეგია;
** მარკეტინგული არხების სტრატეგია და მენეჯმენტი;
** ფასდადების სტრატეგია და მენეჯმენტი;
** ინტერაქტიული მარკეტინგული და ელექტრონული კომერცია;
** მარკეტინგული სტრატეგიის რეფორმულირება და კონტროლის პროცესი;
** მარკეტინგული გეგმების და სრული მარკეტინგული სტრატეგიების ფორმულირება.

კურსს გაუძღვება ანა პაშკოვა, ცნობილი ექსპერტი და კონსულტანტი, Leeds-ის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული რეკლამირებასა და მარკეტინგში. მან კონსულტაცია გაუწია ისეთ საერთაშორისო კორპორაციებს, როგორიცაა: Samsung, KPMG, Indesit, Rusal, Rushydro, Yandex, Aeroflot, Nornikel, Imperial Tobacco, Renault Russia, Bank Home Credit, Herbert Free Hills და ა.შ. 

მონაწილეებს პროგრამის წარმატებით დასრულებისათვის გადაეცემათ ESE-ს საერთაშორისო სერტიფიკატი.

მოთხოვნები:

** პირველადი ხარისხი შესაბამის საგანში ან პროფესიონალური კვალიფიკაციის ექვივალენტური დონე
** რეზიუმე/CV + პირადი განცხადება
** პასპორტის/ID-ის ფოტოასლი
** რეზერვაციის საფასური: 30 ევროს ექვივალენტი ლარში (არადაბრუნებადი).


საწყისი