032 2238151ადმინისტრაცია

სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA)

სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA)


ჰენლის ბიზნესის სკოლა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, საქართველოს მენეჯმენტის სკოლასთან და მალტის ბიზნესის სკოლასთან ერთად სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს.

რეიტინგის მიხედვით, ჰენლის ბიზნესის სკოლის Flexible Executive MBA პროგრამა, დიდბრიტანეთში მესამე ადგილს იკავებს, მსოფლიოში კი უნივერსიტეტთა უმაღლეს ლიგაში, 33-ე პოზიციას.(იხილეთ ბმული: https://www.henley.ac.uk/rankings-and-facts). ჰენლის უნივერსიტეტი 1945 წელს დაარსდა, როგორც პირველი ბიზნესის სკოლა დიდ ბრიტანეთში. მისი Flexible Executive MBA, წარმოადგენს შერეულ სასწავლო პროგრამას რომელიც მოიცავს:

·  დიდ ბრიტანეთში ჰენლის ბიზნეს სკოლის გრენლანდიის კამპუსში, სავალდებულო მოდულის ფარგლებში ერთ ვიზიტს, პროგრამის დაწყებისას (24, 25 და 26 ოქტომბერი 2018); ვიზიტის ფარგლებში, ჰენლის ბიზნეს სკოლა უზრუნველყოფს საცხოვრებელსა და კვებას სრული დაფინანსებით, მგზავრობის ხარჯი არ ფინანსდება;

·  მალტის ბიზნესის სკოლის კამპუსში, სავალდებულო მოდულების ფარგლებში ვიზიტს, სადაც სემინარებს ჰენლის ბიზნესის სკოლის პროფესორები ჩაატარებენ;

·  მალტის ბიზნესის სკოლაში გამართული სემინარებისთვის, სკოლა გთავაზობთ საცხოვრებელი ადგილის მოძიების სერვისს;

·  მოდულების ჩატარდების ინტენსივობა - ორ თვეში ერთი მოდული;

·  დიპლომი გაიცემა ჰენლის ბიზნესის სკოლის მიერ. ჰენლისFlexible Executive MBA პროგრამა არის უმაღლესი განათლების მეორე საფეხური, პროგრამა აღიარებულია ევროპის კვალიფიკაციის სისტემის, EQF მიერ.

პროგრამა სამ ეტაპს მოიცავს:

·  პირველ ეტაპზე ხდება ორგანიზაციის შიდა მენეჯმენტის შესწავლა ადამიანებზე, პროცესებსა და ფინანსებზე ფოკუსირებით;

·  მეორე ეტაპი მოიცავს ბიზნეს გადაწყვეტილებებს - ყველა მენეჯერის ცხოვრების კრიტიკულ ასპექტს, საერთაშორისო გარემოს და სტრატეგიული მიმართულების შესწავლას, სტრატეგიულ მარკეტინგს, ასევე რეპუტაციასა და პასუხისმგებლობას მართვის ასპექტებთან მიმართებაში;

·  ბოლო, მესამე ეტაპზე ხდება ლიდერობისა და  ცვლილებების შესწავლა, რაც გეხმარებთ სწორი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებაში.

მიღების პირობები:

·  ტოპ მენეჯმენტში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება და ბაკალვრის ხარისხი ან მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

·  ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

ჰენლის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამა საშუალებას გაძლევთ სწავლა და მუშაობა შეათავსოთ. მისი ხანგრძლივობაა 2.5 წელი. თითო ეტაპის ხანგრძლივობაა 10 თვე.

პროგრამის საერთო ღირებულებაა - 17500 ევრო. გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.




საწყისი