032 2238151ადმინისტრაცია

ESERP - ბიზნესის მენეჯმენტი

ESERP - ბიზნესის მენეჯმენტი


კომპანიისა და მისი გარემოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მაღალკვალიფიციური ექსპერტების სწავლების მეშვეობით შესაძლებელია სტუდენტების შესაბამისი ცოდნითა და ხელსაწყოებით აღჭურვა, რაც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები ინდუსტრიებისა და სერვისების მარკეტინგულ გარემოში, ეროვნული და საერთაშორისო რეალიზაციის ფარგლებში ბიზნეს-გეგმის, ბიზნესისა და მარკეტინგის განხრით. ყოველივე ეს მათ დაეხმარება გააანალიზონ ბაზრების გლობალიზაცია, მენეჯმენტი, პროექტის დაფინანსება, ხარისხის სისტემები და სტრატეგიული დაგეგმვა, ისევე როგორც პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც მენეჯერმა აუცილებელად უნდა განავითაროს კომპანიაში.

 სასწავლო პროგრამა

მოდული 01: სტრატეგიული მენეჯმენტი.

მოდული 02: მარკეტინგის მენეჯმენტის სტრატეგიები და პოლიტიკა.

მოდული 03: ეკონომიკური კონტროლისა და ოპტიმიზაციების შედეგები.

მოდული 04: მიწოდების ჯაჭვის მართვა: წარმოების მენეჯმენტი, ოპერაციების, ლოგისტიკის და ხარისხის კონტროლი.

მოდული 05: კომერციული მენეჯმენტი: კომერციული ქსელების ორგანიზება.

მოდული 06: მენეჯერული უნარები. ხელმძღვანელობა.

მოდული 07: მენეჯერული გადაწყვეტილებების ეკონომიკური ანალიზი.

მოდული 08: ფინანსური მენეჯმენტი: მენეჯმენტის, სტრატეგიისა და ღირებულების შექმნა.

მოდული 09: კომპანიის შეფასებები: შერწყმა, შესყიდვა, ერთობლივი საწარმო.

მოდული 10: ბაზრების გლობალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია.

მოდული 11: ადამიანური რესურსები.

მოდული 12: ბრენდის ღირებულება

მოდული 13: სოციალური აგენტები: გაერთიანება და თანამშრომელთა სათაო ოფისები.

მოდული 14: მენეჯერული საქმიანობის სამართლებრივი და ფინანსური მიდგომა.

მოდული 15: ტექნოლოგიური ინოვაციები ბიზნესში.

მოდული 16: დაბალანსებული შედეგების ცხრილი: მენეჯმენტის სტრატეგიული დიზაინი.

მოდული 17: ბიზნეს თამაშის სიმულაცია ბიზნესის მენეჯმენტში.

მოდული 18: ფინალური  პროექტი: სტრატეგიული ბიზნეს-გეგმა.

მეთოდოლოგია

·  სიმულაციებისა და ქეისების მეთოდების გამოყენება, რომელიც მოიცავს თეორიულ პრეზენტაციას გაანალიზებითა და სწავლების დისკუსიით ( ქეისები მომზადებულია ESERP, IESE, სტენფორდის, ჰარვარდის და სხვა ბიზნეს სკოლების მიერ).

·  ITT-TM მეთოდოლოგია- ინტელექტუალური სასწავლო ტექნიკა, ESERP ბიზნეს სკოლა იყენებს ამ მეთოდს აკადემიური განათლების ძირითად ამოცანასთან მიმართებაში და ეფუძნება სამ ცნებას:

o  ცოდნა: ცოდნა + ქეისების მეთოდი. სიმულაციების ქეის-მეთოდების გამოყენება, თვითგაგებისა და თვითშეფასების სისტემასთან კომბინირებით, რადგან ის, რაც პრაქტიკაში არაა გამოცდილი, შესწავლილიც არაა.

o  ნოუ-ჰაუ: საკონსულტაციო მეთოდი. თვითდიაგნოსტირების იარაღები ორგანიზაციისათვის, რადგან ის, რაც არ არის გამოყენებული- დავიწყებულია.

o  გაკეთების შესაძლებლობა: მენეჯმენტის სისტემა. ტექნოლოგიური სისტემა ინოვაციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების მენეჯმენტის მიმართ, ტექნიკებისა და პოლიტიკის გამოსაყენებლად.

·  დაბალანსებული შედეგების ცხრილი: დაბალანსებული შედეგების ცხრილის შემქმნელების, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის წარმომადგენლების, დევიდ ნორტონისა და რობერტ კაპლანის მიერ დამტკიცებული ხელსაწყო შემდეგისთვის:

o  საქმიანობაში ღირებულებათა მენეჯმენტი

o  საქმიანობის პროცესების მენეჯმენტი

o  მარგინალური ოპტიმიზაცია

o  ფინანსური მენეჯმენტი

o  მარკეტინგის მენეჯმენტი

·  ინტელექტუალური სასწავლო ტექნიკის მეთოდი, ბიზნეს გარემოში ნებისმიერი სიტუაციის ეფექტიანი მართვისთვის. მაგისტრატურა წარიმართება სესიების სახით, რომელსაც ატარებენ ინდუსტრიაში მოღვაწე მეცნიერები, მენეჯერები, კონსულტანტები და ექსპერტები. ხარისხის მისაღებად საჭიროა სტუდენტები დაესწრონ ლექციათა 80%-ს, ჩააბარონ ქვიზები და ფინალური სამაგისტრო პროექტი. ათას ხუთასი საათი იყოფა საკლასო და ონლაინ სწავლებას შორის და მოიცავს ჯგუფურ მუშაობას, ინდივიდუალურ სამუშაოს, ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენებას, ფინალური პროექტის შესრულებასა და განვითარებას.

მოთხოვნები :

• უნივერსიტეტის (ბაკალავრის) ხარისხი

• მინიმუმ 1 წელი სამუშაო გამოცდილება

• რეზიუმე / CV + პირადი განცხადება

• 2 სარეკომენდაციო წერილი

• Toefel / Cambridge / IELTS სერტიფიკატი.

·  ** სტუდენტები, რომელთაც სწავლება გავლილი აქვთ ინგლისურ ენაზე (მინიმუმ 2 წელი) არ საჭიროებენ ამ ტესტის გავლას.

·  ESERP უარყოფს ნებისმიერ კანდიდატს, რომლის შედეგებიც ტოეფელში ნაკლებია 577/233/90-ზე (ფურცელი/კომპიუტერი/ინტერნეტი) ან CEA სერტიფიკატი (Cambridge English Advanced)  ნაკლებია C-ზე, IELTS-ის შედეგები 6.5-ზე (მინიმალური შედეგი თითოეული უნარ-ჩვევისთვის 6.0), ვინაიდან სწავლების ენა ინგლისურია.

სტაჟირების პროგრამები

ESERP-ი გთავაზობთ დღეისათვის ხელმისაწვდომ სტაჟირების ერთ-ერთ ყველაზე ფართო და კონკურენტუნარიან პროგრამებს. დასაქმების სერვისის ხარისხი ESERP-ის გლობალურ კომპანიებთან ხანგრძლივი ურთიერთობების შედეგია. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტებს ეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა შევიდნენ შრომის ბაზარზე და მოიპოვონ გავლენა. სტაჟირებები სტრუქტურირებული, შეფასებული და აღიარებულია როგორც სასწავლო კურსის განუყოფელი ნაწილი და თითოეულ სტუდენტს აძლევს არჩეული სპეციალიზაციის შესაბამის გარემოში მუშაობის საშუალებას.

გადასახადი

€ 6500

პირველადი შენატანი: €1000 

დარჩენილი ბალანსი: მაგისტრატურის დასაწყისში ან 10-თვიანი გადახდები € 550-ის ოდენობით.

თუ მთლიანი გადასახადი იფარება ერთიანად, ფასდაკლება შეადგენს € 300-ს

დაწყების თარიღი და მდებარეობა

იწყება 13 ოქტომბერს

ადგილმდებარეობა- მადრიდი

საერთაშორისო აკრედიტაცია

 სტუდენტები, რომლებიც შეასრულებენ ESERP-ის სასწავლო გეგმას, დაესწრებიან საერთაშორისოდ-დაფუძნებულ ლექციებს, აკადემიური კალენდრის მიხედვით და ზევით შეთანხმებული სასწავლო დატვირთვის გავლის შემთხვევაში, მიიღებენ შესაბამის აკადემიურ აკრედიტაციას, როგორც მითითებულია ასოცირებულ უნივერსიტეტებსა და სკოლებში:

ტრანსფერები

ESERP გვაძლებს საშუალებას ნებისმიერი საფეხურის სტუდენტმა მოახდინოს კრედიტების ტრანსფერი, საკუთარ ქვეყანაში სწავლების პროცესი შეწყვიტოს და ზემოთაღნიშნულ სკოლებში განაგრძოს. 

მაგისტრი- სტუდენტი რომელსაც სურს მაგისტრატურა გაიაროს სრულად საზღვარგარეთ GSOM-იძლევა სსაშუალებას, გაემგზავროს მხოლოდ 6 თვით, გაიაროს სტაჟირება, დაწეროს სადიპლომო ნაშრომი საქართველოში და მიიღოს საერთაშორისო მაგისტრის დიპლომი.

             როგორ მოვიპოვოთ სტიპენდია?

·  თითოეულკანდიდატმაუნდაწარმოადგინოსწერილობითიახსნა-განმარტება, თურატომიმსახურებსიმას, რომმიიღოსსტიპენდია.

·  სტიპენდიის სააპლიკაციო ფორმა

·  უნივერსტეტის მიღების წერილის ასლი

·  ავტობიოგრაფია

·  ყველა აპლიკანტმა უნდა დაასაბუთოს ფინანსური საჭიროება აკადემიური დამსახურებაა თუ ფინანსური დახმარების.

·  თუ მიზეზი ფინანსურიაკანდიდატებმა უნდა გააგზავნონ ფინანსური დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მათ ფინანსურ მდგომარეობას და ჭირდებათ მხარდაჭერა.



საწყისი