032 2238151ადმინისტრაცია

ESERP - მარკეტინგის მენეჯმენტი

ESERP - მარკეტინგის მენეჯმენტი


კომპანიისა და მისი გარემოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მაღალკვალიფიციური ექსპერტების სწავლების მეშვეობით შესაძლებელია სტუდენტების შესაბამისი ცოდნითა და ხელსაწყოებით აღჭურვა, რაც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები ინდუსტრიებისა და სერვისების მარკეტინგულ გარემოში, ეროვნული და საერთაშორისო რეალიზაციის ფარგლებში ბიზნესგეგმის, ბიზნესისა და მარკეტინგის განხრით. ყოველივე ეს მათ დაეხმარება გააანალიზონ ბაზრების გლობალიზაცია, მენეჯმენტი, პროექტის დაფინანსება, ხარისხის სისტემები და სტრატეგიული დაგეგმვა, ისევე როგორც პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც მენეჯერმა აუცილებელად უნდა განავითაროს კომპანიაში.

სასწავლო პროგრამა

მოდული 01: მარკეტინგის მენეჯმენტის ორგანიზება.

მოდული 02: პროდუქტის მენეჯერი: დიზაინის პოლიტიკა, რეალიზაცია და მარკეტინგული გეგმა.

მოდული 03: პროდუქტების სტრატეგია და ბრენდის პოზიციონირება : გლობალიზაცია და გადაწყვეტილების მიღება.

მოდული 04: გაყიდვების პროგნოზირება.

მოდული 05: მარკეტინგში მომარაგების ჯაჭვის მენეჯმენტი.

მოდული 06: სავაჭრო ბაზრები, კონვენციები და კონგრესები.

მოდული 07: მომხმარებელთა მარკეტინგი: კლიენტების ლოიალურობისა და მომხმარებლის მოზიდვის ტექნიკა.

მოდული 08: მარკეტინგი სამრეწველო და სერვისის მწარმოებელ კომპანიებში.

მოდული 09: პროდუქტის ზღვრული ოპტიმიზაცია. ფასის პოლიტიკა.

მოდული 10: გლობალური კომერციული ბიუჯეტების განსაზღვრა. მოგების მაქსიმიზაცია.

მოდული 11: სტრატეგიული გარე ანალიზი: ახალი ბაზრები, დისტრიბუციის ახალი არხების კონტროლი.

მოდული 12: მომხმარებლის ქცევის ანალიზი.

მოდული 13: მარკეტინგში გამოყენებული ტექნოლოგიური ინოვაციები.

მოდული 14: ბრენდინგი: ბრენდის ღირებულების მართვა. ბრენდის პორტფოლიოს სტრატეგია.

მოდული 15: ბაზრის ინტერნაციონალიზაცია და გლობალიზაცია.

მოდული 16: სოციალურად პასუხისმგებელი მარკეტინგული სტრატეგიები.

მეთოდოლოგია:

·  სიმულაციებისა და ქეისების მეთოდების გამოყენება, რომელიც მოიცავს თეორიულ პრეზენტაციას გაანალიზებითა და სწავლების დისკუსიით ( ქეისები მომზადებულია ESERP, IESE, სტენფორდის, ჰარვარდის და სხვა ბიზნეს სკოლების მიერ).

·  ITT-TM მეთოდოლოგია- ინტელექტუალური სასწავლო ტექნიკა, ESERP ბიზნეს სკოლა იყენებს ამ მეთოდს აკადემიური განათლების ძირითად ამოცანასთან მიმართებაში და ეფუძნება სამ ცნებას:

o  ცოდნა: ცოდნა + ქეისების მეთოდი. სიმულაციების ქეის-მეთოდების გამოყენება, თვითგაგებისა და თვითშეფასების სისტემასთან კომბინირებით, რადგან ის, რაც პრაქტიკაში არაა გამოცდილი, შესწავლილიც არაა.

o  ნოუ-ჰაუ: საკონსულტაციო მეთოდი. თვითდიაგნოსტირების იარაღები ორგანიზაციისათვის, რადგან ის, რაც არ არის გამოყენებული- დავიწყებულია.

o  გაკეთების შესაძლებლობა: მენეჯმენტის სისტემა. ტექნოლოგიური სისტემა ინოვაციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების მენეჯმენტის მიმართ ტექნიკებისა და პოლიტიკის გამოსაყენებლად.

·  დაბალანსებული შედეგების ცხრილი: დაბალანსებული შედეგების ცხრილის შემქმნელების, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის წარმომადგენლების, დევიდ ნორტონისა და რობერტ კაპლანის მიერ დამტკიცებული ხელსაწყო შემდეგისთვის:

o  საქმიანობაში ღირებულებათა მენეჯმენტი

o  საქმიანობის პროცესების მენეჯმენტი

o  მარგინალური ოპტიმიზაცია

o  ფინანსური მენეჯმენტი

o  მარკეტინგის მენეჯმენტი

·  ინტელექტუალური სასწავლო ტექნიკის მეთოდი, ბიზნეს გარემოში ნებისმიერი სიტუაციის ეფექტიანი მართვისთვის. მაგისტრატურა წარიმართება სესიების სახით, რომელსაც ატარებენ ინდუსტრიაში მოღვაწე მეცნიერები, მენეჯერები, კონსულტანტები და ექსპერტები. ხარისხის მისაღებად საჭიროა სტუდენტები დაესწრონ ლექციათა 80%-ს, ჩააბარონ ფინალური სამაგისტრო პროექტი. 1500 საათი იყოფა საკლასო და ონლაინ-სწავლებას შორის და მოიცავს ჯგუფურ მუშაობას, ინდივიდუალურ სამუშაოს, ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენებას, ფინალური პროექტის შესრულებასა და განვითარებას.

მოთხოვნები :

• უნივერსიტეტის (ბაკალავრის) ხარისხი

• მინიმუმ 1 წელი სამუშაო გამოცდილება

• რეზიუმე / CV + პირადი განცხადება

• 2 სარეკომენდაციო წერილი

• Toefel / Cambridge / IELTS სერტიფიკატი.

·  ** სტუდენტები, რომელთაც სწავლება გავლილი აქვთ ინგლისურ ენაზე (მინიმუმ 2 წელი), არ საჭიროებენ ამ ტესტის გავლას.

·  ESE უარყოფს ნებისმიერ კანდიდატს, რომლის შედეგებიც ტოეფელში ნაკლებია 577/233/90-ისა (ფურცელი/კომპიუტერი/ინტერნეტი) ან CEA სერტიფიკატი (Cambridge English Advanced) ნაკლებია C-ზე, IELTS-ის შედეგები 6.5-ზე (მინიმალური შედეგი თითოეული უნარ-ჩვევისთვის 6.0), ვინაიდან სწავლების ენა ინგლისურია.

სტაჟირების პროგრამები

ESERP-ი გთავაზობთ დღეისათვის ხელმისაწვდომ სტაჟირების ერთ-ერთ ყველაზე ფართო და კონკურენტუნარიან პროგრამებს. დასაქმების სერვისის ხარისხი ESERP-ის გლობალურ კომპანიებთან ხანგრძლივი ურთიერთობების შედეგია. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტებს ეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა შევიდნენ შრომის ბაზარზე და მოიპოვონ გავლენა. სტაჟირებები სტრუქტურირებული, შეფასებული და აღიარებულია როგორც სასწავლო კურსის განუყოფელი ნაწილი და თითოეულ სტუდენტს აძლევს არჩეული სპეციალიზაციის შესაბამის გარემოში მუშაობის საშუალებას.

გადასახადი

€ 6 500

პირველადი შენატანი: € 1000 

დარჩენილი ბალანსი: მაგისტრატურის დასაწყისში ან 10- თვიანი გადახდები €550-ის ოდენობით.

თუ მთლიანი გადასახადი იფარება ერთიანად, ფასდაკლება შეადგენს €300-ს

დაწყების თარიღი და მდებარეობა

იწყება 13 ოქტომბერს

ადგილმდებარეობა- მადრიდი

ტრანსფერები

ESERP გვაძლებს საშუალებას ნებისმიერი საფეხურის სტუდენტმა მოახდინოს კრედიტების ტრანსფერი, საკუთარ ქვეყანაში სწავლების პროცესი შეწყვიტოს და ზემოთაღნიშნულ სკოლებში განაგრძოს. 

მაგისტრი- სტუდენტი რომელსაც სურს მაგისტრატურა გაიაროს სრულად საზღვარგარეთ GSOM-იძლევა სსაშუალებას, გაემგზავროს მხოლოდ 6 თვით, გაიაროს სტაჟირება, დაწეროს სადიპლომო ნაშრომი საქართველოში და მიიღოს საერთაშორისო მაგისტრის დიპლომი.

             როგორ მოვიპოვოთ სტიპენდია?

·  თითოეულკანდიდატმაუნდაწარმოადგინოსწერილობითიახსნა-განმარტება, თურატომიმსახურებსიმას, რომმიიღოსსტიპენდია.

·  სტიპენდიის სააპლიკაციო ფორმა

·  უნივერსტეტის მიღების წერილის ასლი

·  ავტობიოგრაფია

·  ყველა აპლიკანტმა უნდა დაასაბუთოს ფინანსური საჭიროება აკადემიური დამსახურებაა თუ ფინანსური დახმარების.

·  თუ მიზეზი ფინანსურიაკანდიდატებმა უნდა გააგზავნონ ფინანსური დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მათ ფინანსურ მდგომარეობას და ჭირდებათ მხარდაჭერა.



საწყისი